მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალში ლივერპულმა სტუმრად პსჟ დაამარცხა.
შეხვედრა პარკ დე პრენსზე გაიმართა და სლოტის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მთელი მატჩი პარიზელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა, რომელთაც გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ - პირველ ნახევარში ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი დარტყმით შეძლო ალისონის კარის აღება, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
VIDEO: წლის იმედგაცრუება! კვარას შედევრი ლივერპულის კარში მიზერული თამაშგარის გამო გაუქმდა
პარიზელთათვის სამწუხაროდ, მათი ყველა მცდელობა ალისონმა გაანეიტრალა, რომელმაც 10 სეივი მიითვალა და კარი მშრალად შეინახა.
მატჩის ერთადერთი გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ჰარვი ელიოტმა პირველივე შეხებით გაიტანა, როცა ალისონის გრძელი პასის შემდეგ დარვინ ნუნიესმა დაუგორა და ელიოტმა დონარუმას კარის აღება შეძლო.
ამ გამარჯვებით ლივერპულმა საპასუხო საშინაო მატჩის წინ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და 11 მარტს, პსჟ-ს ენფილდზე უმასპინძლებს.
0-1 ელიოტი (87')
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები