VIDEO: ალკარასმა სინერს სეულში მოუგო - რა თანხა მიიღეს მოთამაშეებმა?
10 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის წინ, კარლოს ალკარასმა სამხრეთ კორეაში გამართულ ხალისიან, სრული ანშლაგით ჩატარებულ საჩვენებელ მატჩში თავისი მთავარი მეტოქე იანიკ სინერი დაამარცხა.
ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე რვა დღით ადრე და წლეულს თავიანთ პირველ შეხვედრაში, ინჩონში შეკრებილი 12 000 მაყურებლის წინაშე, ესპანელმა მსოფლიოს პირველმა ჩოგბურთელმა ანგარიშით 7-5, 7-6 (8/6) მოიგო.
ეს მათი ბოლო მატჩი იყო ავსტრალიის ღია პირველობამდე, სადაც იტალიელი მსოფლიოს მეორე ნომერი სინერი მოქმედი ორგზის ჩემპიონია.
სამხრეთ კორეელ ორგანიზატორებს არ უთქვამთ, რამდენი გამოიმუშავა ორივე მოთამაშემ, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, თითოეულმა შესაძლოა ორ მილიონ დოლარზე მეტიც მიიღოს ერთ საათსა და 47 წუთს გაგრძელებული მატჩისთვის.
კორტზე დაუძინებელი მეტოქეები, თუმცა მის მიღმა კარგი მეგობრები - ალკარასს მათ დაპირისპირებაში უპირატესობა აქვს და ამ საჩვენებელ მატჩში 10-6 ურთიერთშეხვედრების სტატისტიკით შევიდა.
ისინი მთავარ ფავორიტებად ითვლებიან ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელიც მელბურნში 18 იანვარს დაიწყება.
ალკარასს, რომელიც 22 წლისაა და სინერზე ორი წლით უმცროსია, ჯერ არასდროს გაუღწევია წლის პირველი გრანდ სლემის მეოთხედფინალზე შორს და ეს ერთადერთი დიდი ტურნირია, რომელიც მას ჯერ არ მოუგია.