VIDEO: არსენალის იდეალური სვლა გრძელდება - ბაიერნი ლონდონში დამარცხდა
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში არსენალმა ემირეითსზე ბაიერნი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და ეს კვლავ სტანდარტიდან მოახერხეს. 22-ე წუთზე ბუკაიო საკას კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავური გოლი იურიენ ტიმბერმა მიითვალა.
32-ე წუთზე იოზუა კიმიხის ბრწყინვალე პასის შემდეგ სერჟ გნაბრიმ ლენარტ კარლს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში გათანაბრდა, პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
69-ე წუთზე ლონდონელები რიკარდო კალაფიორის საჯარიმოში პასის შემდეგ ნონი მადუეკემ გაიყვანა წინ, 76-ე წუთზე კი მანუელ ნოიერის შეცდომით გაბრიელ მარტინელიმ ისარგებლა და არსენალს 3 ქულა გაუფორმა.
ბრაზილიელი შემტევის ანგარიშზე ლიგის მიმდინარე ფაზაში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
5 ტურის შემდეგ არსენალი ერთადერთი გუნდი რჩება, რომელმაც ლიგის ფაზაში ხუთივე მატჩი მოიგო და ცხრილს 15 ქულით ერთპიროვნულად უდგას სათავეში.