ჰარი კეინისთვის ბაიერნში გადასვლა თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
„ბაიერნში გადასვლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ეს ჩემი კარიერისთვის შესანიშნავი ნაბიჯი იყო და ფეხბურთელად განვითარებაში ძალიან დამეხმარა. საკმაოდ გახსნილი ვარ იმისთვის, რომ უფრო დიდხანს დავრჩე.
კონტრაქტით დაახლოებით 18 თვე დამრჩა. დარწმუნებული ვარ, მალე მოლაპარაკებები დაიწყება." - განაცხადა ინგლისელმა.
ჰარი კეინი მიუნხენის ბაიერნს 2023 წელს ლონდონის ტოტენჰემიდან შეურთდა.
სუპერ თასის გამეორება და ლიდერების დაპირისპირება - მე-5 ტური საინტერესოდ იხურება