რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ჰარი კეინმა შესაძლოა ბუნდესლიგის სეზონში გატანილი გოლების მისი რეკორდი მოხსნას.
პოლონელმა 2020/21 წლების ჩემპიონატში 29 თამაშში 41 გოლი გაიტანა. კეინს ამ მომენტისთვის 24 მატჩში 30 გოლი აქვს.
ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტს გავიტანდი
„ჰარი ძალიან ბევრ გოლს იტანს. ის ნამდვილად კარგად თამაშობს და ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს. მისი წყალობით ჩემი რეკორდით კიდევ უფრო მეტად შემიძლია ვიამაყო.
როგორც ვნახე, ეს რეკორდი 29 თამაშში დავამყარე. 34 მატჩი რომ ჩამეტარებინა, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტს გავიტანდი“, – განაცხადა ბაიერნის ყოფილმა ფორვარდმა Sky Sport Deutschland-თან ინტერვიუში.