-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ასტონ ვილამ ვილა პარკზე ჩელსი მიიღო.
მატჩში ანგარიში სტუმრებმა სწრაფი გოლით გახსნეს. მე-9 წუთზე ლონდონელები წინ ენცო ფერნანდესმა გაიყვანა.
მეორე ტაიმში უნაი ემერის გუნდმა თამაშის შემოტრიალება შეძლო. 57-ე წუთზე ანგარიში მარკო ასენსიომ გაათანაბრა, საგოლე გადაცემა კიდევ ერთმა ახალწვეულმა, შეცვლაზე შემოსულმა მარკუს რაშფორდმა მიითვალა.
57' ასენსიო 1-1
89-ე წუთზე იმავე ფეხბურთელების მონაწილეობით ასტონ ვილამ გამარჯვების გოლი გაიტანა, მარცხენა ფლანგიდან რაშფორდის დაბალი პასის შემდეგ ასენსიომ ჩელსის კარი აიღო და მასპინძლებს 3 ქულა მოუპოვა.
89' ასენსიო 2-1
მარკო ასენსიომ ჩემპიონატის მატჩში დუბლი 2021 წლის შემდეგ პირველად შეასრულა, მაშინ ეს ესპანელმა რეალის შემადგენლობაში შეძლო. მარკუს რაშფორდმა კი პრემიერ ლიგაში ერთ თამაშში 2 საგოლე გადაცემა 2020 წლის შემდეგ პირველად მიითვალა.
ამ მოგებით ბირმინგემელებმა ლონდონელებთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს და 42 ქულით მე-7 ადგილზეა არიან, ჩელსი კი მე-6 პოციზიას იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები