VIDEO: ატლანტამ და მინესოტამ სერიებში ანგარიში გაათანაბრეს
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის ორ საპლეიოფო სერიაში ანგარიში გათანაბრდა.
პირველ მატჩში წაგების შემდეგ ატლანტა ჰოუქსმა ნიუ იორკ ნიქსს დაძაბულ ბრძოლაში 107-106 მოუგო. გამარჯვებულ გუნდს სიჯეი მაკკოლუმმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა მიითვალა, ნიქსიდან კი გამორჩეული ჯეილენ ბრანსონი იყო 29 ქულით.
სერიის მეორე შეხვედრა მოიგო მინესოტა ტიმბერვულვზმაც და ატლანტას მსგავსად სერია გაათანაბრა, დენვერთან მატჩი 114-119 დასრულდა.
ტიმბერვულვზის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ენტონი ედვარდსმა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 10 მოხსნა. დენვერის მხრიდან საუკეთესოები ჯამალ მარი (30 ქულა) და ნიკოლა იოკიჩი იყვნენ (24 ქულა, 15 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა).