NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში დენვერ ნაგეტსი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 137-132 დაამარცხა.
ერთ მომენტში დენვერი თამაშს 18 ქულით აგებდა, თუმცა გუნდმა ქამბექის შესრულება მოახერხა და ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო.
გამარჯვებულ გუნდს ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა - 35 ქულა, 14 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა.
იოკიჩი გახდა 1973-74 წლების შემდეგ (რაც ეს სტატისტიკა ითვლება) პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთზე მეტჯერ შეძლო 35/10/10/5-ის დაფიქსირება.
79 მატჩში მოპოვებული 51 გამარჯვებით დენვერი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და ცხრილში ოკლაჰომასა და სან ანტონიოს ჩამორჩება.