20 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი შარლოტ ჰორნეტსს დაუპირისპირდა და 114-89 დაამარცხა.
20 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა თამაშიდან 5-დან 3 ბურთი ჩააგდო, მისი 4 საჯარიმოდან კი 3 ზუსტი იყო.
მატჩში ქულებით გამორჩეული შარლოტის ლიდერი, ლამელო ბოლი იყო, რომელმაც 35 ქულა ჩაიწერა აქტივში, გამარჯვებულ გუნდს კი ფრანზ ვაგნერმა 32 ქულით ულიდერა.
ორლანდო კარგ ფორმაშია, გუნდმა ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო, ჯამში კი 12 შეხვედრაში 6 მოგებით მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაშ მე-3 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები