მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
12 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ორლანდო მეჯიქი მაიამი ჰიტს დაუპირისპირდა და 121-114 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 31 წუთი გაატარა და მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა - 18 ქულა, 13 მოხსნა, 2 დაფარება. ქართველმა მოთამაშემ თამაშიდან 8-დან 8 ბურთი ჩააგდო, საჯარიმოებიდან კი 3-დან 2.
ორლანდომ ისტორიული ქამბექი შეასრულა, გუნდი მესამე მეოთხედის ბოლოს 22-ქულიანი სხვაობით (84-106) აგებდა. მეოთხე მეოთხედი კი მეჯიქის გამარჯვებით 37-8 დასრულდა, ეს კი 1997 წლიდან ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექია.
ორლანდო 30 მატჩში 18 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები