NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელეს კლიპერსი ფინიქს სანსს დაუპირისპირდა და 119-125 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს 40 ქულით დევინ ბუკერმა ულიდერა, კლიპერსიდან კი გამორჩეული ჯეიმს არდენი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა (25 ქულა, 10 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა), თუმცა ლოს ანჯელესურ გუნდს გამარჯვებისთვის ეს შედეგი არ ეყო.
ფინიქსმა რეგულარულ სეზონში 5-დან 4 მატჩი მოიგო, კლიპერსის შედეგი კი 2 მოგება და 3 მარცხია.