VIDEO: ჩაკვეტაძის შექმნილი გოლი - უოტფორდმა ბრისტოლი დაამარცხა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურში უოტფორდი ბრისტოლ სიტის ეწვია.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი, საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე იყო.
ანგარიში მე-7 წუთზე ედო კაიემბეს პასის შემდეგ ლუკა კიერუმგორმა გახსნა, თუმცა ეს გოლი გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობას მოჰყვა, რასაც ბრიტანულ პრესაში ყველა აღნიშნავს.
"ლუკა კიერუმგორმა ანგარიში გახსნა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძემ დიდებული სამუშაო ჩაატარა ამ შანსის შესაქმნელად" - წერს Sky Sports.
საბოლოოდ უოტფორდმა ჯერემი ნგაკიას გოლით იმარჯვა, რომელმაც 77-ე წუთზე ანგარიში 1-2 გახადა და სტუმრებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. საბა გოგლიჩიძემ მოედანი დაზიანების გამო 69-ე წუთზე დატოვა, ჩაკვეტაძე კი 86-ე წუთზე შეცვალეს.
უოტფორდი 51 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და პლეიოფის ზონაში მყოფ ვრექსემს 3 ქულით ჩამორჩება.