ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

VIDEO: დაძაბული მატჩი მესხზე - 10-კაციანმა იბერიამ დილას მოუგო და ლიდერობა ჩამოართვა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

VIDEO: დაძაბული მატჩი მესხზე - 10-კაციანმა იბერიამ დილას მოუგო და ლიდერობა ჩამოართვა

26 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, ჩემპიონატის ლიდერები - გორის დილა და იბერია 1999, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ. იბერიელებმა 2:1 მოიგეს და ლიდერობა კიდევ ერთხელ დაიბრუნეს.

მატჩის მე-13 წუთზე, გიორგი ჯინჯოლავამ შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი შეაგდო და იბერია დააწინაურა. ჯინჯოლავასთვის სეზონში მე-2 გოლია - ასევე დინამო ბათუმს გაუტანა.

მე-19 წუთზე, თბილისელთა შემტევმა, გურამ გოშთელიანმა იუხეშა და VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, ალეკო აფციაურმა წითელი ბარათი უჩვენა.

ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ჯინჯოლავას კუთხურის შემდეგ, გორელებმა საჯარიმოში იუხეშეს და პენალტი დაინიშნა, თუმცა დავით კერესელიძემ ლუკა სილაგაძეს არ გაატანინა და დილა თამაშში დატოვა.

რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დილამ პირველსავე ტაიმში მაინც გაუშვა - მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე, იმავე ჯინჯოლავას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, დეო ბასინგამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:0.

გორელებს თბილისელთა კართან ხიფათის შექმნა მეორე ტაიმშიც უჭირდათ. საბოლოოდ, ოთარ ფარულავამ 89-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ გუნდმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო. ფარულავას წლევანდელ სეზონში 8 საგოლე მოქმედება დაუგროვდა - 4 გოლი და 4 ასისტი.

იბერიელებმა დილას ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის მე-4 ურთიერთშეხვედრიდან მეოთხეც მოუგეს (ჯამური ბურთების სხვაობა - 10:1-ზე) და პირველ ადგილზეც გადაინაცვლეს - გუნდებს 62-62 ქულა აქვთ და გუგა ნერგაძის ბიჭები ლიდერობას სწორედ ურთიერთშეხვედრების ბალანსის გამო იმსახურებს.

საერთოდ, იბერია დილას უკვე ზედიზედ 7 მატჩია ამარცხებს. მათ შორის, აგვისტოში, ეროვნული ლიგის ეგიდით, გორში 6:0 მოუგო.

ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური რჩება. იბერია მომდევნო რაუნდში სტუმრად დინამო ბათუმს შეხვდება, დილა კი გორში ტორპედოს უმასპინძლებს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

იბერია 1999
დილა გორი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

20-წლამდელთა ძალოსნობის ევრო - ზურაბ მსხალაძე ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

20-წლამდელთა ძალოსნობის ევრო - ზურაბ მსხალაძე ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

7 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - პარაძალოსნების წარმატება თურქეთში

•ქართული

ქართული

7 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - პარაძალოსნების წარმატება თურქეთში
•ქართული

ქართული

1 ჩემპიონი და პრიზიორები - ძიუდოს ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროზე 6 მედალი მოიპოვა

•ქართული

ქართული

1 ჩემპიონი და პრიზიორები - ძიუდოს ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროზე 6 მედალი მოიპოვა
•ქართული

ქართული

ისტორიაში პირველად! - საქართველოს ნაკრები კარპატების თასის ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

ისტორიაში პირველად! - საქართველოს ნაკრები კარპატების თასის ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

News image

10 სთ წინ