VIDEO: დინამომ ქულები ბოლოადგილოსანთან დაკარგა - რის შანსი გაუშვეს ხელიდან?
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, დინამო თბილისმა ბოლოადგილოსან მეშახტე ტყიბულთან ქულები დაკარგა.
თემურ ქეცბაიას გუნდს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერ შეაგდო, 69-ე წუთიდან კი კაცნაკლული დარჩა (ნიკა უგრეხელიძე გააძევეს), რის შემდეგაც ორი კარგი შანსი იმერლებსაც შეექმნათ, მაგრამ გოლი ვერც მათ გაიტანეს - 0:0.
შედეგად, თბილისელებმა, ძალიან მნიშვნელოვან ქულებთან ერთად, პოტენციურად გალიდერების შანსიც გაუშვეს ხელიდან - ახლა 39 ქულა, ლიდერებზე 4-4 ქულითა და 1 მატჩით ნაკლები აქვთ.
რაც შეეხება მეშახტეს, კახა ჩხეტიანის გუნდმა ზედიზედ მე-3 დაუმარცხებელი შეხვედრა ჩაატარა, 16 ქულა მოაგროვა და პლეი-აუტის ზონასთან 9 ქულაშია.
დინამოელები 14 სექტემბერს გაგრას უმასპინძლებენ, ხოლო ტყიბულელები იმავე დღეს თანალიდერ რუსთავს დაუხვდებიან.