ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

VIDEO: დვალიშვილის ძველმა მეტოქემ პოლიციელობა დაიწყო და MMA გაიხსენა
UFCUFC

VIDEO: დვალიშვილის ძველმა მეტოქემ პოლიციელობა დაიწყო და MMA გაიხსენა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ვეტერანმა მარლონ მორაესმა მიმდინარე წლის დასაწყისში ახალი კარიერა დაიწყო და სამხრეთ ფლორიდის ქუჩებში პოლიციელად პატრულირებს. მან უკვე მოასწრო საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება.


38 წლის მორაესმა სახელი თავდაპირველად 2014 წელს გაითქვა, როდესაც World Series of Fighting-ის (WSOF) სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და შემდეგ ტიტული წარმატებით 5-ჯერ დაიცვა.


ამ წარმატებამ მას 2017 წელს UFC-სთან კონტრაქტი მოუტანა, თუმცა ნიჭიერმა მებრძოლმა ბოლომდე ვერ გაამართლა მასზე დამყარებული დიდი მოლოდინები.


მორაესს UFC-ში გამორჩეული მომენტებიც ჰქონდა, მათ შორის, 2019 წელს ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლა, თუმცა ორგანიზაციაში კარიერა ზედიზედ 4 მარცხით დაასრულა. ბრაზილიელმა ძალები UFC-ს გარეთაც მოსინჯა, მაგრამ Professional Fighters League-ში (PFL) სამივე ბრძოლა წააგო.


მორაესი 2021 წელს მერაბ დვალიშვილსაც დაუპირისპირდა და მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.


აპრილში მორაესმა კარიერის შეცვლა გადაწყვიტა და ფლორიდის ქალაქ კორალ სპრინგსში პოლიციის ოფიცერი გახდა. „მეჯიქმა“ მაშინ განაცხადა, რომ ადამიანების დახმარება უყვარს და სამსახურში ყოველდღიურად სიამოვნებით მიდის.


რა თქმა უნდა, პოლიციელის საქმიანობისას ყველა ინციდენტი მას ადამიანების უბრალოდ დახმარების შესაძლებლობას არ აძლევს. ზოგჯერ მორაესს კანონის აღსრულება და წარსულში მიღებული გამოცდილების გამოყენებაც უწევს.


ამ კვირის დასაწყისში მორაესი ავტომობილის გაჩერებისას მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, რომელიც საკმაოდ სწრაფად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


მძღოლი მორაესისა და სხვა პოლიციელების მიმართ აგრესიულად იქცეოდა და წამოიძახა: „რას აპირებ, რას გამიკეთებ?“


მორაესი, რომელიც MMA-ის მსოფლიო დონის მებრძოლია, ცხადია, სამართალდამრღვევის მუქარას არ შეუშინებია. თუმცა, როდესაც მძღოლმა UFC-ის ყოფილი საჩემპიონო პრეტენდენტისკენ ნაბიჯი გადადგა, ყველაფერი მყისიერად დასრულდა.


„ჩემკენ ნაბიჯს ნუ გადმოდგამ“, - უთხრა მორაესმა მძღოლს მას შემდეგ, რაც ის მიწაზე დააგდო.


„გინდა წასვლა? მაშინ წახვალ.“


😯🚔 Former UFC bantamweight Marlon Moraes is now a cop in South Florida

After a traffic stop, this man asked Moraes: ‘What are you gonna do? You can’t do sh*t’

He stepped towards Moraes, and Moraes floored him with ease 👏 pic.twitter.com/xxbSesgzIf

— Home of Fight (@Home_of_Fight) September 5, 2026


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

UFC-ის სკანდალი - მებრძოლმა კინაღამ ფანი სცემა

•UFC

UFC

UFC-ის სკანდალი - მებრძოლმა კინაღამ ფანი სცემა
•UFC

UFC

მახაჩევი ჭიდაობის ლეგენდას დაუპირისპირდება?

•UFC

UFC

მახაჩევი ჭიდაობის ლეგენდას დაუპირისპირდება?
•UFC

UFC

შიდა საუბრები - მინიშნება თოფურია-გეიჯის რემატჩზე?

•ქართული

ქართული

შიდა საუბრები - მინიშნება თოფურია-გეიჯის რემატჩზე?
•ქართული

ქართული

ხასიათი, დაპყრობა, დაცემა, დაბრუნება - ილია თოფურიას ესე სრულად

•ქართული

ქართული

ხასიათი, დაპყრობა, დაცემა, დაბრუნება - ილია თოფურიას ესე სრულად
•ქართული

ქართული

News image

06 სექ, 2026

UFC-ის სკანდალი - მებრძოლმა კინაღამ ფანი სცემა

News image

06 სექ, 2026

მახაჩევი ჭიდაობის ლეგენდას დაუპირისპირდება?

News image

20 სთ წინ

შიდა საუბრები - მინიშნება თოფურია-გეიჯის რემატჩზე?

News image

7 სთ წინ

ხასიათი, დაპყრობა, დაცემა, დაბრუნება - ილია თოფურიას ესე სრულად

კომენტარები

ლინკის დაკოპირება