VIDEO: გნაბრის დუბლი - ბაიერნმა უნიონ ბერლინი გაანადგურა
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში ბაიერნმა ალიანც არენაზე უნიონ ბერლინი მიიღო.
მიუნხენურმა გუნდმა უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს მოიპოვა. 43-ე წუთზე ანგარიში მაიკლ ოლისემ გახსნა, კომპენსირებულ დროში კი სხვაობა ორამდე სერჟ გნაბრიმ გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე რეკორდმაისტერმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო. 49-ე წუთზე თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა. 67-ე წუთზე კი სერჟ გნაბრიმ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
ბაიერნს ამ მოგებით 70 ქულა დაუგროვდა და ამ მომენტისთვის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს მდევარ დორტმუნდთან 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
ბომბარდირთა დავაში კი ჰარი კეინს უკვე 31 გოლი დაუგროვდა და მეორეადგილოსან დენიზ უნდავს 15 გოლით უსწრებს.