მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავი და შეტევის ერთ-ერთი ლიდერი, მაიკლ ოლისე, მადრიდის რეალის ინტერესთა სფეროში მოექცა.
როგორც გერმანულ პრესაში მომუშავე ინსაიდერი კრისტიან ფალკი წერს, პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სურს, ბაიერნის ვინგერი მადრიდულ გუნდში იხილოს.
ჟურნალისტი გავრცელებულ ხმებზე დაყრდნობით წერს, რომ რეალი 160 ან 165 მილიონი ევროს შეთავაზებაზე ფიქრობს. თუ წინადადება ოფიციალურ სახეს მიიღებს, ბაიერნი სიტუაციას ოლისესთან ერთად განიხილავს. თუმცა, ამ ეტაპზე მიუნხენურ გრანდში ერთ-ერთი ლიდერის გასხვისება არ განიხილება და სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ თავად ოლისე მოისურვებს კლუბის დატოვებას.
არსებული ინფორმაციები საპირისპიროს ამტკიცებს — ოლისე ალიანც არენაზე თავს ბედნიერად გრძნობს და ბაიერნის დატოვებაზე რეალის ინტერესის მიუხედავადაც არ ფიქრობს.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.