მადრიდის რეალის სამედიცინო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ტიბო კურტუას მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდგინდა.
ბელგიელი მეკარე ამ დაზიანების გამო გუნდს თვენახევარი ვერ დაეხმარება და მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებს.
ატლეტიკო, მალიორკა, ბაიერნი (სახლი), ჟირონა, ბაიერნი (გასვლა), ალავესი, ბეტისი, ჩემპიონთა ლიგის პოტენციური ნახევარფინალები (ორივე მატჩი), ესპანიოლი, ბარსელონა (?).
ეს არის ის მატჩები, რომელშიც ტიბო კურტუა რეალს დააკლდება. მის ნაცვლად კი კარში ანდრეი ლუნინი იდგება.
კურტუამ სიტისთან მთელი პირველი ტაიმი ტრავმით ითამაშა