ფლორენტინო პერესმა ზაფხულის ტრანსფერები დააანონსა.
ხოსეპ პედრელოლთან მიმდინარე ინტერვიუში რეალის მოქმედმა პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ ამ ზაფხულს ფეხბურთელების შეძენას აპირებს.
„რა თქმა უნდა, ტრანსფერები იქნება. თუ კარგი ფეხბურთელი გამოჩნდა, ვიყიდით.
ყოველთვის საუკეთესოებს ვყიდულობდი - ფიგუ, ზიდანი, მსუქანი რონალდო, ზიდანი, კაკა, რონალდუ. ბენზემას შესაძენად მის სახლშიც კი მივედი.
მბაპე? ის დღეს საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც გვყავს. თუმცა გარკვეულ საკითხებში გაუმჯობესება გვჭირდება.
ვინისიუსის გახანგრძლივება? არ გვეჩქარება, სალაპარაკოდ მთელი სეზონი გვაქვს წინ. ფიქრობთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ, მაგრამ ასეთ საკითხებზე სპორტული დირექტორი მუშაობს." - აღნიშნა პერესმა.