ფლორენტინო პერესმა დღევანდელ ინტერვიუში ბარსელონას გუშინდელ განცხადებას უპასუხა.
გუშინ რეალის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბარსელონას მხრიდან მსაჯების შესაძლო მოსყიდვის საქმე კიდევ ერთხელ ახსენა და კატალონიელებს ხსენებულში ბრალი საჯაროდ დასდო, რასაც ბარსამ განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ იურისტებთან ერთად შეისწავლის ამ განცხადებას და თუ რაიმე საეჭვო შეინიშნება, კლუბი სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
„თუ ბარსელონას სასამართლოში ჩივილი სურს, მიჩივლონ. ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი მათ ფულს უხდიდნენ, სასამართლო პროცესზე კი ისეთ რამეებს ამბობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მომავალ კვირას ჩვენ წარვადგენთ ყველაფერს - ამ წლების განმავლობაში დაგროვილ დოკუმენტაციას. ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე ლა ლიგის - ეს აბსურდია.
ნეგრეირას საქმე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალია. ისინი (ბარსელონა) მსაჯებს 20 წლის განმავლობაში უხდიდნენ და ბოლო 10 წელია ისევ იგივე მსაჯები მუშაობენ. ლა ლიგის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ამ სისტემურ კორუფციას გვერდი უნდა ავუაროთ, ლიგა კი არაფერს ამბობს." - აღნიშნა პერესმა ხოსეპ პედრელოლთან ინტერვიუში.