ლა ლიგის 36-ე ტურში ბარსელონა სტუმრად ალავესთან 0:1 დამარცხდა.
10 მაისს გუნდმა კლასიკოში ლა ლიგის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა და მეორე დღეს მშობლიურ ქალაქში საჩემპიონო აღლუმიც გამართა.
დღეს კი გუნდმა ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი გამართა და შეხვედრა 0 ზუსტი კარში დარტყმით დაასრულა.
ალავესისთვის ამ 3 ქულას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის. ამ გამარჯვებით მასპინძლებმა 40 ქულა დააგროვეს და გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ.
ბარსას ანგარიშზე კი 91 ქულა დარჩა და გუნდმა 100-ქულიან ნიშნულზე ასვლის შანსი დაკარგა, რის სურვილსაც კლასიკოს შემდეგ ჰანსი ფლიკი გამოთქვამდა.