• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ჩემპიონთა ლიგაზე ვინისიუსმა მბაპეს რეკორდი მოხსნა
ფეხბურთიფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე ვინისიუსმა მბაპეს რეკორდი მოხსნა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ვინისიუსი მბაპეს დაბრუნებაზე: „ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“


რეალ მადრიდმა პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი კიდევ ერთხელ დაამარცხა (2:1, ორი მატჩის ჯამში (5:1). ბერნაბეუზე ფედერიკო ვალვერდეს ჰეთ-თრიქის შემდეგ, ეტიჰადზე გამართული საპასუხო მერვედფინალის გმირი ვინისიუს ჟუნიორი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში თავად იყო, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მატჩის შემდეგ აქცენტი თანაგუნდელზე გადაიტანა და კილიან მბაპეზე დიდი აღტაცებით ისაუბრა.


ვინისიუსი მბაპეს აღიარებს


ვინისიუსმა 22-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ჩუამენის პასით მადრიდელებს მეოთხედფინალის საგზური საბოლოოდ გაუნაღდა. მანჩესტერ სიტიდან პრესტიჟის გოლი ერლინგ ჰალანდმა გაიტანა.

ეს შეხვედრა ვინისიუსისთვის საიუბილეო, მე-80 აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაზე. 25 წლისა და 248 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ტურნირის ისტორიაში, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია და სწორედ მბაპეს რეკორდი მოხსნა.

რაც შეეხება თავად ფრანგს, მან მოედანზე რამდენიმე წუთი გაატარა. მბაპემ მუხლის ტრავმა მოიშუშა, რის გამოც ბოლო ხუთი მატჩი გამოტოვა. როდესაც ვინისიუსს ფრანგის დაბრუნებაზე ჰკითხეს, მისი პასუხი კონკრეტული იყო:

„კილიან მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“.

მბაპე რეალ მადრიდისთვის საკვანძო ფიგურად იქცა. 2025/26 წლების სეზონში მას ყველა ტურნირზე ერთად 38 გოლი აქვს გატანილი, აქედან 13 ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც ის ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

მათი ურთიერთობა და ქიმია მოედანზე აშკარაა, რაც მედიასთან ერთმანეთის მხარდაჭერაშიც გამოიხატება. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ისიც აღნიშნა, თუ როგორ ემზადებოდნენ ამ დაპირისპირებისთვის:

„სეზონის დასაწყისიდან ბევრი კარგი მატჩი გვქონდა, მაგრამ ამ რაუნდში თამაშს ისე ვაკონტროლებდით, როგორც არასდროს. რთული შეხვედრა იყო დიდი გუნდისა და დიდი მწვრთნელის წინააღმდეგ. ისინი ბურთს ფლობდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ ბევრი უნდა გვემუშავა და შანსები გამოგვეყენებინა“, - განმარტა ვინიმ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები 7/8 და 14/15 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები კი 28/29 აპრილსა და 5/6 მაისს, ხოლო დიდი ფინალი 30 მაისსაა დაგეგმილი.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჩემპიონთა ლიგა
მბაპე
რეალი
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კურტუამ სიტისთან მთელი პირველი ტაიმი ტრავმით ითამაშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კურტუამ სიტისთან მთელი პირველი ტაიმი ტრავმით ითამაშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლა: „დასანანია, რომ მთელი თამაში თანაბარ შემადგენლობაში ვერ ჩავატარეთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლა: „დასანანია, რომ მთელი თამაში თანაბარ შემადგენლობაში ვერ ჩავატარეთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მძიმე დანაკლისი პარიზში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მძიმე დანაკლისი პარიზში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცოს ლონდონის დატოვება სურს და რეალზე ოცნებობს — ჩელსიმ ფასი დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცოს ლონდონის დატოვება სურს და რეალზე ოცნებობს — ჩელსიმ ფასი დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

კურტუამ სიტისთან მთელი პირველი ტაიმი ტრავმით ითამაშა

News image

6 სთ წინ

გვარდიოლა: „დასანანია, რომ მთელი თამაში თანაბარ შემადგენლობაში ვერ ჩავატარეთ"

News image

3 სთ წინ

მძიმე დანაკლისი პარიზში

News image

6 სთ წინ

ენცოს ლონდონის დატოვება სურს და რეალზე ოცნებობს — ჩელსიმ ფასი დაასახელა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება