ენცო ფერნანდესს ჩელსის დატოვება სურს, მისი ოცნების დანიშნულების ადგილი კი მადრიდია.
როგორც ინსაიდერი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, მსოფლიო ჩემპიონს სტემფორდ ბრიჯის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და მისთვის პრიორიტეტი მადრიდის რეალში გადასვლაა.
თავის მხრივ, რეალიც სერიოზულადაა დაინტერესებული ენცოს გადაბირებით, თუმცა ოფიციალურ ნაბიჯებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ საბოლოოდ ჩამოყალიბდება მის საჭიროებაში.
რაც შეეხება ფასს — ჩელსი თავის ერთ-ერთ ლიდერს იაფად არ შეელევა და მის სანაცვლოდ დაახლოებით 125 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს.
სიტუაცია კიდევ უფრო იმან გაამძაფრა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ, როდესაც 24 წლის ნახევარმცველს ჰკითხეს, შეეძლო თუ არა დაედასტურებინა, რომ გუნდში დარჩებოდა, მან საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი გასცა:
არ ვიცი — პრემიერ ლიგაში კიდევ რვა მატჩი და ასოციაციის თასი დაგვრჩა. წინ მსოფლიო ჩემპიონატია, შემდეგ კი ვნახოთ...