პეპ გვარდიოლამ რეალთან მარცხის (1:2) შემდეგ ყურადღება მსაჯის გადაწყვეტილებასა და გუნდის გამორჩეულ თამაშზე გაამახვილა.
„დასანანია, რომ მთელი მატჩის ჩატარება თანაბარ შემადგენლობაში ვერ შევძელით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გოლი გავიტანეთ. თუმცა, ასე გადაწყვიტა მსაჯმა, არა? სულ ეს არის. ვისურვებდი, რომ მთელი თამაში 11 11-ზე გვეთამაშა.
ოთხი შემთხვევა, როცა გვარდიოლამ ლიგის პლეი-ოფის ორივე მატჩი წააგო
„ჩვენ გამორჩეული გუნდი გვყავს. გამორჩეული! როგორც დღევანდელი პირველი 15 წუთი, ისე ბერნაბეუზე ჩატარებული მატჩი. ვულოცავ რეალს და ყველას. კარიერა კარგი და ცუდი შედეგებისგან შედგება. ჩვენ გამოვეთიშეთ ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ ამ ტურნირზე მოთხოვნები ძალიან მაღალია.
„გვაქვს თუ არა ძალა, რომ მომავალ სეზონშიც გავაგრძელოთ და რეალს ისევ შევხვდეთ? დიახ, ჩვენ მას აუცილებლად შევხვდებით“, – განაცხადა გვარდიოლამ.