გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ლივერპულს ენფილდზე გაუტანა.
ქართველმა ფორვარდმა ვილიარეალი მე-4 წუთზე მას შემდეგ დააწინაურა, რაც ვირჯილ ვან დაიკის შეცდომით ისარგებლა და ალისონ ბეკერს მახვილი კუთხიდან შეუგდო.
ჟორჟმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე ტურში შეაგდო - გასულ კვირას ნაპოლისთან გამოიჩინა თავი.
კარიერაში ამ ტურნირზე მე-10 თამაშს ატარებს და მე-4 საგოლე მოქმედება შეასრულა - იუვენტუსთან, ნაპოლისთან და ლივერპულთან გაიტანა, ხოლო დორტმუნდთან საგოლე პასი მიითვალა.