საქართველომ ფუტსალში ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადი შეიტანა.
უეფა-ში განაცხადების მიღება ოფიციალურად დასრულდა. ტურნირის მასპინძლობის უფლებისთვის საქართველოსთან ერთად კიდევ 6 ქვეყანა იბრძოლებს: საფრანგეთი, ფინეთი, ხორვატია, ყაზახეთი, პოლონეთი და ესპანეთი.
წარმოდგენილი კანდიდატებიდან ესპანეთსა და ხორვატიას ფუტსალის ევროპირველობისთვის უკვე უმასპინძლიათ, ხოლო დანარჩენი ხუთი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ეს სადებიუტო გამოცდილება იქნება.
ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ვინაობას უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი 2027 წლის სექტემბერში გამოავლენს.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2022 და 2026 წლებში იასპარეზა, სადაც 2022 წელს ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.
2030 წლის ევროპის ჩემპიონატი რიგით მეთოთხმეტე იქნება.