NBA-ის პლეიოფში სერიის მე-5 მატჩი შედგა ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და ჰიუსტონ როკეტსს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 93-99 დასრულდა.
ლეიკერსს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ოსტინ რივზი, რომელმაც 22 ქულა დააგროვა, ლებრონ ჯეიმსმა კი 25 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ჰიუსტონს კი ჯაბარი სმიტ ჯუნიორმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა და 7 მოხსნა იყო.
როკეტსმა ლეიკერსს ზედიზედ მე-2 მატჩი მოუგო და სერიაში სიტუაცია დაიძაბა (3-2). გუნდებს შორის მე-6 შეხვედრა 2 მაისს გაიმართება.