VIDEO: ჰოლივუდური დრამა FA თასზე - ვრექსემი ჩელსისთან დამატებით დროში დამარცხდა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის FA თასის 1/8 ფინალში ჩემპიონშიფის ბინადარი ვრექსემი საკუთარ მოედანზე ჩელსის დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნაც გახდა საჭირო.
მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე სემუელ სმიტმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, ტიამის ბოლოს, მე-40 წუთზე კი არტურ ოკვონკოს ავტოგოლით ჩელსიმ წონასწორობა აღადგინა.
78-ე წუთზე ვრექსემმა კვლავ წინ გავიდა, ამჯერად კალუმ დოილის გოლით, თუმცა ანგარიში მალევე გათანაბრდა. 82-ე წუთზე ჩელსი თამაშში ჯოშ აჩეამპონგმა დატოვა.
კომპენსირებულ დროში მასპინძლები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. ჯორჯ დობსონმა უხეში თამაშის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და უელსური გუნდი კაცნაკლული დარჩა.
დამატებით ტაიმში ჩელსიმ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და 96-ე წუთზე ალეხანდრო გარნაჩომ ლონდონელები წინ გაიყვანა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი ჟოაო პედრომ ამ დრამას წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში (2-4) დააფიქსირა.
რაიან რეინოლდსის ვრექსემს ჩელსისთან სასწაულის მოხდენა არ გამოუვიდა და ლიამ როსენიორის გუნდი FA თასის 1/4 ფინალში გავიდა.