მატს ჰუმელსმა გასული სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულა.
ამის მიუხედავად, დორტმუნდისა და იუვენტუსის ამხანაგურ მატჩში გერმანელს გულშემატკივრებთან დამშვიდობების საშუალება მიეცა.
ჰუმელსმა დორტმუნდს უკაპიტნა და როცა მისი შეცვლის დრო დადგა, მთელი სტადიონისგან მხურვალე ოვაციები მიიღო, ორივე გუნდმა კი მას საპატიო კორიდორი მოუწყო.
36 წლის ცენტრალურმა მცველმა პროფესიონალური კარიერის ბოლო სეზონი იტალიურ რომაში გაატარა.