საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ლიონის მოთამაშეები მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის წინ ინგლისურის გაკვეთილზე არიან.
მასწავლებლის როლში ალექსანდრ ლაკაზეტია, მოსწავლეები კი გიორგი მიქუატაძე და მუსა ნიახატე არიან. ვიდეოში ასევე ინგლისელი ჟურნალისტი დარენ ტალეტი მონაწილეობს.
ლიონისა და მანჩესტერის პირველი მატჩი ევროპა ლიგის 1/4 ფინალში, 10 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.