უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო მატჩები გამართეს ქართულმა გუნდებმა.
ტორპედო ქუთაისი ყახახეთს ესტუმრა და ორდაბასის დაუპირისპირდა. ქუთაისური მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4-3 დასრულდა. საპასუხო თამაში პირველისავით უხვგოლიანი არ გამოვიდა და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.
მე-13 წუთზე შორეული დარტყმით ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა და ორი მატჩის ჯამში ქუთაისელთა უპირატესობა გაზარდა. 49-ე წუთზე ქართულმა გუნდმა სიტუაცია გაირთულა, საბა კვირკველიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ტორპედო კაცნაკლული დარჩა.
რიცხობრივი უპირატესობით მასპინძლებმა მატჩის ბოლომდე ვერ ისარგებლეს, კომპენსირებულ დროში ჟუმაბეკმა ანგარიში კი გაათანაბრა, თუმცა დრო საკმარისი აღარ აღმოჩნდა.
დირკ შუსტერის გუნდმა ორმატჩიან დუელში 5-4 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც კვიპროსულ ომონიას დაუპირისპირდება. მატჩები 24 და 31 ივლისს გაიმართება.
დილა გორმა საკუთარ მოედანზე რასინგ ლუქსემბურგს უმასპინძლა, რომელიც გასვლაზე 1-2 დაამარცხა. აქ კაცნაკლული პირველივე ტაიმში სტუმრები დარჩნენ, 34-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი რუფიემ მიიღო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 91-ე წუთზე იბრაჰიმა დრამემ გაიტანა და დილას ორი მატჩის ჯამში 3-1 მოაგებინა.
გორული გუნდი შემდეგ ეტაპზე ლატვიურ რიგას დაუპირისპირდება. ტორპედოს მსგავსად ეს მატჩებიც 24 და 31 ივლისს გაიმართება.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთი ქართული გუნდი იასპარეზებს - საქართველოს თასის მფლობელი სპაერი ვენის ავსტრიასთან შეეცდება წარმატების მიღწევას, ჩემპიონთა ლიგას გამოთიშული იბერია კი ესტონურ ლევადიას შეხვდება.