VIDEO: ინტერის ზედიზედ მე-3 მარცხი და შანსი ნაპოლის - მილანური გუნდი ბარსას საშინელ ფორმაში ხვდება
27 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 34-ე ტურში ინტერი შინ რომასთან დამარცხდა.
შეხვედრა სტადიონ ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე სოულემ გაიტანა და ჯალორისის გამარჯვება მოუტანა.
თასზე მილანთან წაგების ჩათვლით, ინტერმა ზედიზედ მე-3 თამაში წააგო, თანაც ისე, რომ არცერთში გოლიც კი არ გაუტანია - წინა ტურში გუნდი იმავე ანგარიში (0:1) ბოლონიასთან დამარცხდა.
ინტერის ეს შედეგი ხელს უწყობს ნაპოლის, რომელსაც მოგვიანებით ტორინოს დამარცხებით ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერება შეუძლია.
შემდეგ მატჩს ინტერი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ ჩაატარებს.