VIDEO: ინტერმა კალიარი დაამარცხა და ლიდერობას ინარჩუნებს
12 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურში ინტერმა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე კალიარის უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.
ნერაძურიმ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მე-13 წუთზე ანგარიში მარკო არნაუტოვიჩმა ანგარიში გახსნა, 26-ე წუთზე კი ავსტრიელის პასის შემდეგ ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა თავი.
მეორე ტაიმის დასაწყისში , 48-ე წუთზე რობერტო პიკოლიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 55-ე წუთზე იან ბისეკმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. საბოლოოდ მატჩი 3-1 დასრულდა კიდეც.
ინტერი 71 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ნაპოლისთან სხვაობა 6 ქულაა, თუმცა კონტეს გუნდს თავისი მატჩი აქვს ჩასატარებელი.