ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალში ინტერმა და ბაიერნმა უხვგოლიანი თამაში ჩაატარეს.
შეხვედრა სტადიონ ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
ოთხივე გოლი მაყურებელმა მეორე ტაიმში გაიტანა - 52-ე წუთზე ჰარი კეინმა თავისი გუნდი დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 58-ზე (ლაუტარო) და 61-ზე (პავარი) ნერაძურიმ ორი გოლი გაიტანა და წინ გავიდა.
76-ზე ერიკ დაიერმა ანგარიში გაათანაბრა და თამაშში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა დარჩენილ დროში ბაიერნმა გამათანაბრებელი გოლი ვეღარ იპოვა და ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.
ამ შედეგით ინტერი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ბარსელონას დაუპირისპირდება.