NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ჩიკაგო ბულსი დენვერ ნაგეტსს დაუპირისპირდა და 120-136 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში ჯამალ მარიმ ულიდერა, რომელმაც 28 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ნიკოლა იოკიჩმა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა, 14 მოხსნა და 17 შედეგიანი გადაცემა იყო.
სერბისთვის ეს რეგულარულ სეზონში 182-ე სამმაგი დუბლი აღმოჩნდა და ყველა დროის სიაში ოსკარ რობერტსონს გადაასწრო. მასზე წინ მხოლოდ რასელ უესტბრუკია.
1. რასელ უესტბრუკი - 207
2. ნიკოლა იოკიჩი - 182
3. ოსკარ რობერტსონი - 181
4. მეჯიქ ჯონსონი - 138
5. ლებრონ ჯეიმსი - 122
6. ჯეისონ კიდი - 107
7. ლუკა დონჩიჩი - 88
8. ჯეიმს ჰარდენი - 82
9. უილტ ჩემბერლენი - 78
10. დომანტას საბონისი - 68
დენვერი 53 მატჩში მოპოვებული 34 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ოკლაჰომა სიტი თანდერსა და სან ანტონიო სპურსს ჩამორჩება.