მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალი ალ ჰილალი - ფლუმინენსე დიოგუ ჟოტას ტრაგიკული დაღუპვისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.
ალ ჰილალის პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა, ჟოაო კანსელომ და რუბენ ნევეშმა წუთიერი დუმილის დროს ცრემლები ვერ შეიკავეს.
ჟოტა ინტერვიუებში თავის საუკეთესო მეგობრად ყოველთვის რუბენ ნევეშს ასახელებდა, რომელთან ერთადაც პორტუგალიის ნაკრების გარდა, ვულვერჰემპტონშიც თამაშობდა.
28 წლის დიოგუ ჟოტა თავის უმცროს ძმასთან ერთად ავტოკატასტროფაში გუშინ, 3 ივლისს დაიღუპა.