VIDEO: კარიერაში მეთოთხმეტედ! შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP გახდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტენერიფეს ცენტრი, გიორგი შერმადინი, ლიგა ენდესას ოქტომბრის თვის MVP გახდა.
გიორგიმ თავისი მეთოთხმეტე თვის MVP-ს ჯილდო მოიპოვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამ 14-დან ათი ჯილდო ქართველმა ტენერიფეს მაისურით მოიგო,
შერმადინმა სეზონი პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულით, ბაქსი მანრესას წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშით დაიწყო: 28 ქულა (8/9 საჯარიმო, 10/14 ორქულიანი), 7 მოხსნა, 2 პასი, 7 მოპოვებული ჯარიმა მხოლოდ 25:10 წუთში და რა თქმა უნდა, გამარჯვება.
ოქტომბერში ქართველის გუნდის ყველა თამაში გამარჯვებით დასრულდა. მე-2 ტურში, მის ყოფილ გუნდ მორაბანკ ანდორასთან, შერმადინმა 18 ქულა (6/8 საჯარიმო, 6/7 ორქულიანი), 9 მოხსნა, 7 მოპოვებული ჯარიმა, +37 პლუს/მინუს მაჩვენებელი 20:41 წუთში მიითვალა.
შემდეგ, მურსიას წინააღმდეგ 13 ქულა (3/3 საჯარიმო, 5/8 ორქულიანი), 4 მოხსნა, 3 პასი და 4 მოპოვებული ჯარიმა 21:56 წუთში ჰქონდა. თვის ბოლო შეხვედრაში კიდევ ერთ ყოფილ გუნდ უნიკახასთან, შერმადინი 15 ქულით (5/5 საჯარიმო, 5/6 ორქულიანი), 8 მოხსნით, 2 პასით, 4 მოპოვებული ჯარიმით 23:03 წუთში გამოირჩა.
საერთო ჯამში, ტენერიფემ ოქტომბერში ოთხივე მატჩი მოიგო, გიორგი შერმადინი კი საუკეთესო იყო ქულებსა (18.5 ქულა) და ორქულიანებში (6.5), ასევე მე-4 ადგილზე საჯარიმოებსა და მოპოვებულ ჯარიმებში (5.5 საშუალოდ), მე-5 ადგილზე კი ჩატენვებსა (1.3) და მოხსნებში (7).