VIDEO: ლონდონში ქამბექი არ შედგა — ტოტენჰემმა ატლეტიკოს მინიმალურად მოუგო და ლიგას დაემშვიდობა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალში ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ატლეტიკოს 3:2 მოუგო, თუმცა ტურნირს დაემშვიდობა.
სტუმრად 2:5 წაგების შემდეგ, დღეს დეზებს მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით სჭირდებოდათ მოგება. ლონდონურმა გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და 3 გოლის გატანა შეძლო, თუმცა საპასუხოდ თავის კარში ორი მიიღო და ორი მატჩს ჯამში 5:7 დამარცხდა.
დღევანდელ მატჩში დუბლით თავი ჩავი სიმონსმა გამოიჩინა, ერთი გოლი კი კოლო მუანიმ გაიტანა. ატლეტიკოს რიგებში გოლები ხულიან ალვარესმა და ჰანცკომ გაიტანეს.
ატლეტიკო 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კატალონიის ბარსელონა იქნება, რომელსაც სიმეონეს გუნდმა სულ ახლახანს კოპა დელ რეის 1/2 ფინალი ორი მატჩის ჯამში 4:3 მოუგო (4:0, 0:3).