VIDEO: მბაპეს ბენეფისი - რეალმა ბერნაბეუზე სოსიედადი გაანადგურა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტურის გადადებულ მატჩში მადრიდის რეალმა ბერნაბეუზე სოსიედადი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მე-40 წუთზე ფედე ვალვერდეს პასით ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, 44-ე წუთზე კი ლუკა სუჩიჩმა წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმში მადრიდელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. მე-60 წუთზე ჯუდ ბელინგემის პასის შემდეგ კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა.
68-ე წუთზე ინგლისელი ნახევარმცველის აქტიურ თამაშს მისი კიდევ ერთი საგოლე პასი მოჰყვა, ამჯერად კი გოლი ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მე-80 წუთზე კი კილიან მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საგოლე პასი ამჯერად ვინისიუსმა მიითვალა.
ჟოზე მოურინიოს გუნდი ლა ლიგის ახალ სეზონს დამაჯერებლად იწყებს და ორიდან ორივე მატჩს იგებს, გასული სეზონის ბომბარდირი მბაპე კი ამ სეზონსაც ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.
რეალი მე-3 ტურის მატჩს ისევ ბერნაბეუზე მალაგას წინააღმდეგ გამართავს, სოსიედადი კი 2 წაგების შემდეგ შეეცდება პირველი გამარჯვება საკუთარ მოედანზე ესპანიოლთან მოიპოვოს.