მადრიდის რეალი ესპანეთის ფორმულა 1-ის გრანპრის ოფიციალური სპონსორი გახდა!
ახლად დაანონსებული შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობის მთავარი მიზეზი გეოგრაფიული სიახლოვეა. ვალდებებასში მდებარე რეალის ბაზა და ახალი სარბოლო ტრასა ერთმანეთის მეზობლები არიან, მათ შორის მანძილი სულ რაღაც 200 მეტრია.
გრანპრის მიმდინარეობისას (11-13 სექტემბერს) ორგანიზატორები რეალის გარკვეულ ინფრასტრუქტურასაც გამოიყენებენ. სამეფო კლუბი წარმოდგენილი იქნება Madring-ის VIP ზონებში, სადაც კლუბის ლეგენდებისა და ფეხბურთელების გამოჩენაც იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის ატლეტიკო ამავე გრანპრის პარტნიორი ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბრიდან არის (მათი სტადიონი მეტროპოლიტანო მთავარი კონცერტებისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის ცენტრი იქნება).