მადრიდის რეალი ლა ლიგის გადადებულ პირველ ტურში სოსიედადს დაუპირისპირდება.
ეს ჟოზე მოურინიოსთვის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება სანტიაგო ბერნაბეუზე კლუბში დაბრუნების შემდეგ.
გუნდს ტრავმების გამო კვლავ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (ორელიენ ჩუამენი, ენდრიკი, როდრიგო, ედერ მილიტაო, ფერლან მენდი, რაულ ასენსიო და ტიაგო პიტარჩი) აკლია, თუმცა პორტუგალიელ სპეციალისტს განკარგულებაში მაინც ძლიერი 23-კაციანი შემადგენლობა ჰყავს.
სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ტიბო კურტუა; დენზელ დუმფრისი, დინ ჰიუსენი, იბრაჰიმა კონატე, მარკ კუკურელია; ბერნარდო სილვა, ფედერიკო ვალვერდე; ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი (ათიანის პოზიციაზე), იან დიომანდე; კილიან მბაპე.