VIDEO: მბაპეს ეფექტური გოლი და მიძღვნა დიოგუ ჟოტას - რეალი 1/2 ფინალშია
15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში რეალი დორტმუნდს დაუპირისპირდა.
პირველივე ტაიმში მადრიდელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს - მე-10 წუთზე ანგარიში გონსალო გარსიამ გახსნა, მე-20 წუთზე კი ფრან გარსიამ გაზარდა სხვაობა ორამდე.
საინტერესო გამოდგა მატჩის ბოლო წუთები. კომპენსირებულ დროში, 93-ე წუთზე ბაიერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა აქედან ერთ წუთში კილიან მბაპემ ეფექტური გოლით ანგარიში 3-1 გახადა და გოლი დიოგუ ჟოტას მიუძღვნა.
95-ე წუთზე დინ ჰაუსენმა წითელი ბარათი მიიღო და რეალის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სერუ გირასიმ შეასრულა ზუსტად.
შეხვედრის ბოლო მომენტში ტიბო კურტუამ რეალი დამატებით ტაიმებს გადაარჩინა და მარსელ ზაბიცერს საოცარი ბურთი აუღო.
რეალი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პარი სენ-ჟერმენი იქნება. მატჩი 9 ივლისს გაიმართება.