VIDEO: მესიმ ტრავმა მიიღო - ინტერ მაიამიმ პენალტებში მოიგო
03 აგვ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნირი ტარდება, სადაც ერთმანეთს ამერიკული MLS-სა და მექსიკური Liga MX-ის გუნდები უპირისპირდებიან.
გათამაშების მე-2 ტურში ერთმანეთს ინტერ მაიამი და ნეკაქსა შეხვდნენ.
მე-11 წუთზე ლიონელ მესიმ ტრავმის გამო თამაშს გაგრძელება ვეღარ შეძლო, თუმცა აქედან ერთ წუთში ტელასკო სეგოვიამ ანგარიში გახსნა.
მე-17 წუთზე კი მაქსიმილიანო ფალკონმა წითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დარჩა. 33-ე წუთზე ნეკაქსამ ბადალონის გოლით ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
მე-60 წუთზე უკვე მექსიკური გუნდიც დარჩა კაცნაკლული. 81-ე წუთზე სტუმრები მონრეალის გოლით წინ გავიდნენ და ინტერი მარცხთან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებულ დროში ჟორდი ალბამ შეძლო გოლის გატანა.
პენალტების სერიაში მაიამიმ 5-4 იმარჯვა. გოლები დე პაულმა, კრემასკიმ, ალბამ, რედონდო სოლარიმ და სუარესმა გაიტანეს.
პენალტებში გამარჯვების გამო MLS-ის გუნდს 2 ქულა დაემატა და ორი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს.