VIDEO: მილანმა 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მორიგი ქულები დაკარგა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში მილანმა პარმასთან სტუმრად ფრე ითამაშა.
25-ე წუთისთვის სალემაკერსის და ლეაოს გოლებით მილანი 2:0-ს იგებდა, თუმცა უპირატესობა სრულად გაანიავა - 62-ე წუთისთვის მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოასწრეს და ქულა გადაარჩინეს.
მილანმა ბოლო 4 მატჩში მე-3 ფრე ითამაშა და 22 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, თუმცა ტურის ბოლოს შესაძლოა ოთხეულიდანაც ამოვარდეს, პარმამ კი 8 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება.