-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის (დეკემბერი-იანვარი) საუკეთესო გოლად გიორგი მიქაუტაძის ანჟერის კარში გატანილი გოლი დასახელდა. საუკეთესო გოლი გულშემატკივართა ხმის მიცემის შედეგად გაირკვა.
ეს გოლი ქართველმა თავდამსხმელმა ანჟერს ლიგა 1-ის მე-14 ტურში გაუტანა. მიქაუტაძის ანგარიშზე საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
Le roi @MikautadzeG 👑🇬🇪#ButDuMois | @OL pic.twitter.com/OA6DBYQhfF
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) February 12, 2025
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები