VIDEO: მოქმედმა ჩემპიონმა მოგებით დაიწყო, გოლდენმა ლეიკერსი დაამარცხა
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის, ოკლაჰომა სიტი თანდერის მატჩით გაიხსნა, რომელიც ჰიუსტონ როკეტსს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში ოთხი მეოთხედის შემდეგ 104-104 იყო და ოვერტაიმი დაინიშნა, საბოლოოდ ოკლაჰომამ დაძაბულ ბრძოლაში 125-124 იმარჯვა და სეზონი მოგებით გახსნა.
მატჩში გამორჩეული ალფერენ შენგიუნი იყო, რომელმაც 39 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა ეს ჰიუსტონს გამარჯვებისთვის არ ეყო. მოგებულ გუნდიდან კი საუკეთესო შაი გილჯეს-ალექსანდერი გახლდათ, რომელმაც 35 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
ოკლაჰომაში ბეჭდის გადაცემის ცერემონიაც გაიმართა და მოთამაშეებმა კუთვნილი საჩემპიონო ბეჭდები მიიღეს.
პირველი დღის მეორე მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდა და 109-119 დამარცხდა.
სამმაგ დუბლამდე ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა ლუკა დონჩიჩს, რომლის შედეგიც ასეთი იყო - 43 ქულა, 12 მოხსნა, 9 ასისტი.გამარჯვებულ გუნდს კი ქულებში ჯიმი ბატლერმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.