VIDEO: ოკლაჰომას მემფისთან სერიის დახურვამდე 1 მოგება აკლია
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფში მემფის გრიზლსა და ოკლაჰომა სიტი თანდერს შორის სერიის მე-3 მატჩი გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 108-114 დასრულდა.
მოგებულ გუნდს შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ასევე გამორჩეულები იყვნენ ჯეილენ უილიამსი (26 ქულა) და ჩეტ ჰოლმგრენი (24 ქულა).
ოკლაჰომამ სერიაში ანგარიში 3-0 გახადა და მომდევნო ეტაპზე გასვლამდე 1 მოგება აკლია. გუნდებს შორის მე-4 მატჩი 26 აპრილს გაიმართება.