VIDEO: ორივე გუნდში საუკეთესო იყო - შერმადინის გუნდმა ჩემპიონატში პირველად წააგო
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესას მე-5 ტურში, ბასკონიას წინააღმდეგ, მორიგი მაგარი თამაში ჩაატარა და ორივე გუნდში საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. მისმა გუნდმა 79:89 წააგო და სეზონში პირველად დამარცხდა.
ტენერიფეს ქართველმა კაპიტანმა პარკეტზე 26:08 წუთი გაატარა - 20 ქულა და 2 მოხსნა. ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით, მისი მაჩვენებელი 24 გახლდათ, რაც ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი შედეგია - ბასკონიელთა ამერიკელ ლეგიონერ ამიდუ დიალოს 23 ჰქონდა.
5 ტურის შემდეგ, ტენერიფეს 4 მოგება აქვს და ჩამორჩება მხოლოდ ლიდერ ვალენსიას, რომელსაც 100%-იანი სვლა აქვს - 5-დან 5.
კანარიელები მომდევნო ტურში, 8 ნოემბერს, სან პაბლო ბურგოსს სახლში შეხვდებიან - 1 მოგება და 4 წაგება.