VIDEO: ფილადელფიამ ბოსტონს სერია 3:1-დან მოუტრიალა
03 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეიოფში ბოსტონ სელტიკსსა და ფილადელფია სევენთისიქსერსს შორის სერიის გადამწყვეტი მე-7 მატჩი გაიმართა.
შეხვედრის წინ გაირკვა, რომ ბოსტონს ჯეისონ ტეიტუმი დააკლდებოდა და საბოლოოდ ეს შედეგშიც აისახა და ფილადელფიამ 100-109 იმარჯვა.
გამარჯვებულ გუნდს ჯოელ ემბიდმა (34 ქულა, 12 მოხსნა) და ტაირეს მაქსიმ (30 ქულა, 11 მოხსნა) ულიდერეს. ბოსტონიდან კი საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო 33 ქულითა და 9 მოხსნით.
ფილადელფიამ სერია 3:1-დან მოატრიალა და პლეიოფში ბოსტონ სელტიკს 1982 წლის შემდეგ პირველად მოუგო, 2023 წლის შემდეგ კი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში პირველად გავიდა.
სევენთისიქსერსი პლეიოფის შემდეგ ეტაპზე ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდება, რომელმაც ატლანტა ჰოუქსს სერია 4-2 მოუგო.