VIDEO: ნიქსმა და ტიმბერვულვზმა სერიის პირველი მატჩები მოიგეს
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში პლეიოფის ახალმა სერიებმა აიღო სტარტი.
ნიუ იორკ ნიქსი ფილადელფია სევენთისიქსერსს დაუპირისპირდა და 137-98 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა მიითვალა და ერთადერთი მოთამაშე იყო შეხვედრაში, რომელმაც 20 ქულაზე მეტი დააგროვა. ფილადელფიადან კი საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო 17 ქულით.
სერიის პირველი მატჩი შედგა სან ანტონიო სპურსსა და მინესოტა ტიმბერვულვზს შორის, რომელიც ბევრად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მინესოტას გამარჯვებით 102-104 დასრულდა.
ამ შეხვედრაშიც 20 ქულაზე მეტი მხოლოდ ჯულიუს რენდლმა ჩაიწერა აქტივში და თავის გუნდს 21 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა.
გამოსარჩევია ვიქტორ ვემბანიამას სტატისტიკაც, რომელმაც სამმაგი დუბლი დაფარებებით შეარულა - 11 ქულა, 15 მოხსნა და 12 დაფარება - თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.